კრაწაშვილი დათო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დათო კრაწაშვილი

კრაწაშვილი დათო — (1963 – 1980), მხატვარი, პოეტი. დაიბადა თბილისში. სწავლობდა 31-ე სამხატვრო სკოლაში. დაამთავრა თბილისის მეორე ექსპერიმენტული სკოლა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური ათწლედი, ფორტეპიანოს განხრით. იმავე წელს თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის განყოფილებაზე ჩაირიცხა, რომლის მხოლოდ ორი კურსის დასრულება მოასწრო. 1980 წლის 13 ივლისს დათო კრაწაშვილი ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა (თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ოპერაციიდან მეთხუთმეტე დღეს დაიღუპა). დათომ დატოვა 1000-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, 35 ლექსი და 10-მდე დღიური. არ შემორჩენილა მისი მუსიკალური იმპროვიზაციები, რადგან არასოდეს გადაჰქონდა ისინი სანოტო სისტემაზე.


* * *
გაირბენს დრო, ჩაივლის წყლები,
საათი დარეკს და ისიც მოვა.
გამიფრინდება ბავშვობის წლები,
მოვა ზაფხული და შემოდგომა.
შემოდგომაზე დავხატავ სურათს
და მე ეს ტილო გამითქვამს სახელს,
დაველოდები მერე ცივ ზამთარს,
და მაინც ბოლო ნახატი მამხელს.
მოვა ზამთარი, გამოიცვლებით,
ჩაიძირებით მოგონებებში…
ოთახში ჩუმად გარდავიცვლები
ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში.
გასვენების დღეს იქნება წვიმა.
წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ,
მიმაბარებენ თბილისის მიწას
და მერე ალბათ…დამივიწყებენ..


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები