კრომველი ოლივერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლივერ კრომველი

კრომველი ოლივერ - (Cromwell, 1599-1658), XVII საუკუნის ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის მოღვაწე, მხედართმთავარი. პარლამენტის არმიის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელმაც გამარჯვებები მოიპოვა მეფის ჯარებზე I (1642-46) და II (1648) სამოქალაქო ომეში. ამ პერიოდში კარგად გამოვლინდა კრომველის მხედართმთავრული ხელოვნება (ბრძოლა მარსტონ-მურთან 1644 წლის და ნეიზბისთან 1645 წლის).

1649 წელს კრომველმა ინგლისი გამოაცხადა რესპუბლიკად. 1650 წელს დაინიშნა ლორდ-გენერლად – რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, 1653 წელს გახდა ლორდ-პროტექტორი და დაამყარა სამხედრო-დიქტატორული რეჟიმი – პროტექტორატი.

კრომველს გარდაცვალების შემდეგ ინგლისში აღდგა სამეფო ხელისუფლება (1660).




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები