კულისები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კულისები — (ინგლ. side scenes, slips, coulisses; ფრანგ. coulisse. couler – სრიალი)

  1. თეატრალური დეკორაციის ბრტყელი ნაწილი, რომელიც განლაგებულია სცენის გვერდებზე რამპის პარალელურად ან კუთხურად. კულისები დეკორაკიის სხვა ნაწილებთან ერთად ქმნის სპექტაკლის მხატვრულ გაფორმებას. ამავე დროს ისინი ასრულებენ ტექნიკურ ფუნქციასაც, მაყურებელთაგან იფარავენ სცენის გვერდით არსებულ მოსახმარ სივრცეებს. კულისები პირველად გამოიყენეს 1619 წელს პარმში (იტალია).
  2. თეატრის ნაწილია, რომელიც მდებარეობს ფარდის უკან, რომელშიც შედის სცენა და ყველა სცენიური ნაგებობანი, სადაც აკრძალულია უცხო პირთა შესვლა.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები