ლადო კეცხოველის სახლ-მუზეუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლადო კეცხოველის სახლ-მუზეუმი - ლადო კეცხოველის სახლ-მუზეუმი დგას შიდა ქართლი მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყვიავის ცენტრში.

სახლ-მუზეუმი გაიხსნა 1972 წ 20 მაისს. იგი XIX ს. დასასრულს აუშენებია ლ. კეცხოველის მამას ზ. კეცხოველს. შენობა დღესაც პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. მემორიალურ დაფაზე წარწერაა: „აქ 1878 წლის აგვისტოდან 1883 წლის დეკემბრამდე მუდმივად, ხოლო 1883-1899 წლებში დროგამოშვებით ცხოვრობდა ვლადიმერ (ლადო) ზაქარიას ძე კეცხოველი“.

მუზეუმის შენობა ერთსართულიანია. სართულზე ოთხი ოთახია მთელ სიგრძეზე აივნით; მარცხნივ აღმოსავლეთი ოთახია. დანარჩენ სამ ოთახში მუზეუმის ექსპონატებია მოთავსებული. ორი მათგანი ნაწილობრივ აღდგენილია ისე, როგორც ლადო კეცხოველის ბავშვობის დროს იყო. ერთ ოთახში, კედელთან, მთელ სიგრძეზე დიდი ტახტია, აქვეა ლადოს ბავშვობის დროინდელი, შინ დამზადებული ჭურჭლის კარადა, მაგიდა, დასაკიდი სარკე, საწერი მაგიდა, ლამფა, კიდობანი, სკამები, კედლებში დატანებულია განჯინა და წალო. საექსპოზიციო განყოფილების მასალა მოგვითხრობს რევოლუციონერის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე თბილისში, კიევსა და ბაქოში. ცალკე ვიტრინაშია გამოფენილი ლადოს მიერ თარგმნილი და დაბეჭდილი რევოლუციური ბროშურები, ექსპოზიციაში წარმოდგენილია აგრეთვე უნიკალური ექსპონატი – რუსეთის სოციალ-დემოკრრატიული მუშათა პარტიის კავკასიის კავშირის მიერ 1903 წ. 17 აგვ. ლ. კეცხოველის მკვლელობასთან დაკავშირებით არალეგალურად გამოცემული ბროშურა: „ლადო კეცხოველი. მისი ცხოვრება და რევოლუციური მოღვაწეობა“.

სარდაფში მარანი და დამხმარე სათავსებია.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები