ლახტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლახტიგურზი, რკინის კეტი; უმკვეთლო საცემი, საომარი იარაღი. არსებობდა მისი რამდენიმე ნაირსახეობა. იყენებდნენ უძველესი ხანიდან XVIII საუკუნემდე. ზოგან ლახტი მხედართმთავრის ძალაუფლების სიმბოლო იყო.

ქართული მითებში ლახტით, ღვთისშვილები ანადგურებენ დევებს, რისთვისაც ისინი „ლახტიანებად“ იხსენიებიან საკულტო ტექსტებში. ასე მიმართავენ კოპალას: „გმირო კოპალა, ლაღო, ლახტიანო“.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები