ლენჯერის წმინდა გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლენჯერის წმინდა გიორგი – (სვან. ჯგრაგი) – ილორის წმინდა გიორგი ლენჯერის წმინდა გიორგის ყოველ წელიწადს ერთ დღეს – ახალკვირას შესაწირავად ხარს უგზავნიდა, რომელსაც თავზე წითელი ფართლისგან შეკერილი სვანური ქუდი ეხურა. ქუდი ისეთი ლამაზი იყო, რომ ჯგრაგის მსახურმა მოსვენება დაკარგა ისე უნდოდა მისი ხელში ჩაგდება. ერთ წელიწადს დილაადრიანად, როცა მსახური სალოცავისკენ მიეშურებოდა, გზად ილორიდან გამოგზავნილი წითელქუდიანი ხარი შემოხვდა. მსახურმა ვეღარ მოითმინა და ქუდი მოსტაცა ხარს. ეს იუკადრისა ილორის წმ. გიორგიმ და ამის შემდეგ ხარი აღარ გამოუგზავნია ლენჯერში.

ამგვარივე თქმულებას ყურულდაშისა და ლატალის ჯგრაგებზე ყვებიან. ამბობენ სამი ხატი – ილორის, ლენჯერისა და ლატალისა ძმები არიანო. მათ შორის ილორის ხატი უფროსი ყოფილა. სამივენი კახეთიდან გადმოსულან და სხვადასხვა ადგილებში დაარსებულან.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები