ლეტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეტო და მისი ქალ-ვაჟი: არტემისი და აპოლონი

ლეტო(ბერძნ.) ტიტანიდა. კოიოსისა და ფოიბეს ასული. რომაულ მითოსში მისი სახელი არის ლატონა.


ლეტომ ზევსისგან გააჩინა ღვთაებრივი ქალ-ვაჟი: აპოლონი, უდიადესი ღმერთთა შორის, სინათლის ღვთაება, ნათელმხილველთა, მისანთა, ხელოვანთა და მკურნალთა უფალი და არტემისი – მარადქალწული, ნადირობისა და ტყე- ველთა მფარველი ქალღმერთი. აპოლონისადმი მიძღვნილი ჰომეროსული ჰიმნი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ მოეწონა ზევსს მშვენიერი ტიტანიდა. მის დიდებულ მეუღლეს ჰერას რომ არ ეეჭვიანა, უზენაესი ღმერთი მწყერად გარდაისახა და ასევე მწყერად გარდასახულ ლეტოს შეერთო. მაგრამ ჰერას ეს ამბავი არ გამოჰპარვია. მან გეას შობილი საშინელი გველი, პითონი მიუჩინა მუცელქმნილ ტიტანიდას და დაიქადნა, რომ იგი ვერ იმშობიარებდა იქ, სადაც აღწევდა მზის სხივი. პითონისგან დევნილმა ლეტომ ძლივს მიაღწია კუნძულ ორტიგიას, სადაც შვა არტემისი, რომელიც დაბადებისთანავე მიეხმარა დედას, გადაელახა ვიწრო სრუტე და კუნძულ დელოსზე, ზეთისხილის ხესა და ფინიკის პალმას შორის ცხრადღიანი სამშობიარო ტკივილების შემდეგ ეშვა აპოლონი.


დელოსი აპოლონის მთავარი საკულტო ადგილი იყო და ლეტოს მშობიარობის მითოსი გვიხსნის იმას, თუ რითი დაიმსახურა საერთო ელინური მნიშვნელობა ამ პატარა კუნძულმა.

ლეტოს სახელთან არის დაკავშირებული მითები ტიტიოსსა და ნოიბეზე.

კლასიკური ხანის ბერძნულ რელიგიაში ლეტოს არ ენიჭებოდა განსაკუთრებული მნიშვნელობა და მას თაყვანს სცემდნენ როგორც აპოლონისა და არტემისის ღვთაებრივ დედას. ლეტოს გამოსახავდნენ სადად, თავრიდით.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები