ლონდონის კონფერენცია 1930

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლონდონის კონფერენცია 1930 (21 იანვარი – 22 აპრილი) – გაიმართა შეიარაღების შეზღუდვის საკითხებზე ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, საფრანგეთის და იტალიის მონაწილეობით.

მხარეებმა (საფრანგეთის და იტალიის გარდა) ვალდებულება იკისრეს, 1931–36 წლებში არ ჩაეშვათ წყალში ახალი სახაზო ხომალდები და შეემცირებინათ არსებულთა რაოდენობა; შეეზღუდათ ასაშენებელი წყალქვეშა ნავების ტონაჟი 2 ათ. ტ-მდე, ხოლო კრეისერების, საესკადრო ნაღმოსნების და წყალქვეშა ნავების კრებსითი ტონაჟი – დიდ ბრიტანეთს 542 ათ. ტ-მდე, აშშ-ს 526 ათ. ტ-მდე, იაპონიას – 367 ათ. ტმდე; განისაზღვრა მძიმე კრეისერების რაოდენობა, შესაბამისად, 15, 18 და 12 ერთეული. მაგრამ ლონდონის კონფერენციას არ შეუწყვეტია მისი მონაწილეების სამხედრო-საზღვაო მეტოქეობა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები