მადრიდის ხელშეკრულება 1801

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მადრიდის ხელშეკრულება 1801 – (საფრანგეთსა და პორტუგალიას შორის დაზავების შესასებ), ხელი მოაწერეს 29 სექტემბერს, დაასრულა პორტუგალიისათვის წარუმატებელი ომი ესპანეთისა და საფრანგეთის წინააღმდეგ 1801. 1801 წლის ივნისში ბადახოსის საზავო ხელშეკრულებების ხელმოწერის შემდეგ (ესპანეთსა და პორტუგალიას, საფრანგეთსა და პორტუგალიას შორის) საფრანგეთმა, ესპანეთისაგან განსხვავებით, გააჭიანურა რატიფიკაცია და დიდ ბრიტანეთთან ამიენის საზავო ხელშეკრულების (1802) წინასწარი პირობების შეთანხმების შემდეგ მიაღწია მისთვის უფრო მომგებიან ხელშეკრულებას პორტუგალიასთან. ხელშეკრულება ძირითადად იმავე პირობებს ითვალისწინებდა, რასაც საფრანგეთ-პორტუგალიის ბადახოსის ხელშეკრულება. საზღვარი ორი ქვეყნის სამფლობელოებს შორის გვიანაში რამდენადმე შეცვლილი იყო, ხოლო კონტრიბუციის თანხა, რომელიც პორტუგალიას საფრანგეთისათვის უნდა გადაეხადა, გაზრდილი იყო 20 მლნ ლივრამდე. ტრაფალგარის ბრძოლაში (1805) ბრიტანეთის ფლოტის ესპანურ-ფრანგულ ფლოტზე გამარჯვების შემდეგ პორტუგალია ფაქტობრივად აღარ ასრულებდა ხელშეკრულების პირობებს, საბოლოოდ ის ანულირებულ იქნა პარიზის საზავო ხელშეკრულებით 1814.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები