მაკდონალდი ჟაკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟაკ მაკდონალდი

ჟაკ ეტიენ ჟოზეფ ალექსანდრ მაკდონალდი − (1765-1840), საფრანგეთის მარშალი (1809), ტარენტის ჰერცოგი (1809). ეროვნებით შოტლანდიელი, სტიუარტთა დამხობილი დინასტიის მომხრე ემიგრანტის შვილი. 1784-დან მსახურობდა საფრანგეთის არმიაში. საფრანგეთის რევოლუციის დროს შეუერთდა რევოლუციურ არმიას. 1793-დან ბრიგადის, ხოლო 1798-დან დივიზიის გენერალი იყო. 1798 დაიკავა რომი, იყო პაპის ოლქისა და რომის სამხედრო გუბერნატორი, 1799 მეთაურობდა ნეაპოლელთა არმიას და დამარცხდა ა. ვ. სუვოროვთან ბრძოლაში მდინარე ტრებიაზე. 1800-01 სათავეში ედგა საფრანგეთის ჯარებს შვეიცარიაში, 1801-03 იყო საფრანგეთის ელჩი დანიაში. 1804 შერისხულ გენერალ ე. მოროსთან კავშირის გამო გაათავისუფლეს სამხედრო სამსახურიდან, სადაც კვლავ დაბრუნდა 1809. 1810-22 მეთაურობდა სამხედრო კორპუსს ესპანეთში, ხოლო 1812 მე-10 ფრანგულ-პრუსიულ კორპუსს, რომელმაც ალყა შემოარტყა რიგას. ჟაკ მაკდონალდი იყო 1813-14 კამპანიის მონაწილე. ნაპოლეონის გადადგომის (1814) შემდეგ გადავიდა ლუი XVIII-ის სამსახურში და მიიღო საფრანგეთის პერის ტიტული (1814). „ასი დღის“ პერიოდში ბურბონთა მხარეზე დარჩა. 1816-30 იყო საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი კანცლერი.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები