მამია II გურიელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მამია II გურიელიგურიის მთავარი 1600-25, გიორგი II გურიელის ძე. მამია II გურიელის დროს გურიის სამთავრო შესამჩნევად გაძლიერდა. მამიას ცოლად ჰყავდა კახეთის მეფის თეიმურაზის ასული და თეიმურაზის მხარდაჭერით სარგებლობდა. 1609 მამია II გურიელმა შემოიერთა აჭარა. იგი მანუჩარ I დადიანთან შეთანხმებით მოქმედებდა, დადიანმა და გურიელმა კაზაკებს ელჩი გაუგზავნეს, ოსმალეთთან ომისათვის ტერიტორია და კავშირი შესთავაზეს, საპასუხოდ, გურიისა და სამეგრელოს დამორჩილების მიზნით, ოსმალეთმა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ბლოკადა მოაწყო. შეწყდა მარილისა და რკინის შემოტანა. სამთავროები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. მთავრები იძულებული გახდნენ, დაეწყოთ ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკება. 1614 წლის 13 დეკემბერს გურიასა და ოსმალეთს შორის ბათუმში ხელმოწერილ იქნა საზავო ხელშეკრულება. გურია კარგავდა აჭარას და კისრულობდა ხარკს ოსმალეთის სასარგებლოდ. 1618 თეიმურაზ I-ის ინიციატივით დასავლეთი საქართველოს მეფე-მთავრებმა. მათ შორის გურიელმა, რუსეთის ხელმწიფის მფარველობა ითხოვეს, მაგრამ უშედეგოდ.

მამია II გურიელი მოკლა შვილმა სიმონმა.


ლიტერატურა

საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები