ორლოვკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მამისსოფელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორლოვკა, (არლოვკა, ტერპენიე, ახმა, მამისსოფელი) – სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, გორელოვკის თემის საკრებულოში, მდინარე ბუღდაშენის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 2034-2060 მ სიმაღლეზე, ქ. ნინოწმინდიდან 8 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 337, მათი უმრავლესობა (60 %) – სომეხი, რუსები – 37 % (2002).

საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. დუხობორები აქ დასახლდნენ 1841 წელს, რაზეც მეტყველებს საფლავის ქვა სოფლის სასაფლაოზე. სწორედ რუსი სექტანტების XIX საუკუნეში აქ დასახლების შემდეგ წარმოიქმნა რუსეთის გუბერნიების ქალაქ ორლოვის პარალელური სახელი: „ორლოვკა“. სოფლის ქართული სახელია „მამისსოფელი“.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები