მამულის დაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მამულის დაცვა – ხალხის, სახელმწიფოს და მისი სამხედრო ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და დამკვიდრებას; მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას; მთელ რიგ ქვეყნებში სახელმწიფოს ყველა მოქალაქის სამართლებრივი და მორალური ვალდებულება. მამულის დაცვა ხორციელდება სხვადასხვა მშვიდობიანი ფორმით, ხოლო როდესაც აუცილებელია – შეიარაღებული ბრძოლის გზითაც. ამასთან, მამულის დასაცავად განხორციელებული მოქმედებები სამართლებრივი და კანონიერია არა მარტო ისტორიული ტრადიციების და ზნეობრივი ნორმების, არამედ სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისითაც.

მამული ისტორიული კატეგორიაა. მისი სათავეების ნიშნებს ვაწყდებით ჯერ კიდევ უძველეს საზოგადოებაში. ჯერ კიდევ მაშინ თანატომელები ვაჟკაცურად იცავდნენ მომხდურთა შემოსევებისგან წინაპართა დანატოვარ ტერიტორიას და თავიანთ ტრადიციულ ცხოვრების წესს. ხალხთა მასებს, რომლებიც სხვადასხვა, არცთუ სასიკეთო ეკონომიკურ და პოლიტიკურ პირობებში ცხოვრობდნენ, კარგად ესმოდათ, რომ უცხოელ დამპყრობთა მიერ ქვეყნის დამონება დამატებით სოციალურ უბედურებებს დაატეხდა თავს და ამიტომ, როგორც წესი, გამოდიოდნენ იარაღით ხელში საზოგადოების პატრიოტული ძალების ერთიან ფრონტად მამულის დასაცავად. ამას ხელს უწყობდა სახელმწიფოების ჩამოყალიბება, ეროვნებისა და ერების შექმნა. თანამედროვე პირობებში მამულის დაცვის იდეებმა ახლებური გააზრება პოვეს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების უფრო ფართო კონცეფციის ფარგლებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები