მანი მაიკლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანი მაიკლ

მაიკლ მანი – (დაიბადა 1943 წლის 5 თებერვალს ჩიკაგოში, აშშ) – ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდუსერი, პრემია BAFTA-სა და „ემის” ლაურეატი, „ოსკარის” ოთხგზის ნომინანტი.

1960-იან წლებში ლონდონის კინოსკოლაში სასწავლებლად გაემგზავრა. ბრიტანეთში შვიდი წელი დაჰყო. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სარეკლამო რგოლებსა და დოკუმენტურ ფილმებზე.

1971 წელს დაბრუნდა ამერიკაში და პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ჯერიკოს მილი” გადაიღო, რომლის სცენარისთვის „ემის”, თავისი პირველი ქანდაკებით, დააჯილდოვეს. აგრეთვე გადაეცა ამერიკის რეჟისორების გილდიის პრემია.

მაიკლ მანის ფილმები გამოირჩევა დახვეწილი კინემატოგრაფიული სტილითა და უნარით, ოსტატურად შექმნას მდიდარი, რთული სიუჟეტური ხაზები

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  • 1979 – „ჯერიკოს მილი” (პრემია „ემი” სცენარისთვის, ამერიკის რეჟისორების გილდიის პრემია)
  • 1981 – „ქურდი”
  • 1986 – „ადამიანებზე მონადირე”
  • 1992 – „უკანასკნელი მოჰიკანი”
  • 1995 – „შერკინება”
  • 1999 – „ჩვენი კაცი”
  • 2001 – „ალი”
  • 2004 – „თანამონაწილე” (ვენეციის სკფ, პრემია Future Film Festival Digital Award)
  • 2004 – „ავიატორი” (ბრიტანეთის კინოაკადემიის პრემია BAFTA საუკეთესო ფილმისთვის)
  • 2009 – „ჯონი დ.”
  • 2011 – „წარმატება”
  • 2015 – „კიბერი”

და სხვ


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VII

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები