მარშალის მისია 1945-47

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარშალის მისია 1945-47 – გაიგზავნა აშშ-ის მთავრობის მიერ ჩინეთში, სამოქალაქო ომის თავიდან აცილების საქმეში შუამავლობის საბაბით.

27-XI.1995 აშშ-ის პრეზიდენტმა ჰ. ტრუმენმა ჩინეთში საგანგებო წარმომადგენლად დანიშნა გენერალი ჯ. კ. მარშალი. დეკემბრის დასასრულს მარშალმა მონაწილეობა მიიღო გომინდანსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შორის მოლაპარაკებებში, რომელიც დასრულდა 10.1.1946 შეთანხმების ხელმოწერით ის ითვალისწინებდა სამოქალაქო ომის შეწყვეტას 13.1-დან. ჩინეთის სახელმწიფო წყობის დემოკრატიზაციას. არმიის შემცირებას და რეორგანიზაციას ასევე, ყველა სადავო საკითხის პოლიტიკური მოწესრიგების გზით გადაჭრას, მარშალი სათავეში ჩაუდგა „სამთა კომისიას რომელშიც მის გარდა შევიდნენ გომინდანისა და ჩინეთის, კომპარტიის წარმომადგენლები. მარშალის მოღვაწეობამ ჩინეთში ნათელყო, რომ მას, დავალებული ჰქონდა გომინდანისათვი დახმარება: ჩინეთის ჯარების ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში (მანჯურიაში) გადასროლის ორგანიზება, რათა იძულებული გაეხადა ჩინეთის კომპარტია დათანხმებოდა ამ რაიონის ჩან კაიშისათვის გადაცემას. მარშალს -უნდა მიეღწია სახალხო განმათავისუფლებელი არმიის განიარაღებისათვის ერთიანი ეროვნული არმიის შექმნის საბაბით. 1946 წლის ივნისში, მარშალის ინიციატივით, ჩან კაიშის მომხრეებმა წამოაყენეს ულტიმატუმის ფორმის მოთხოვნა – ყველა სადავო საკითხი „სამთა კომისიაში“ უნდა გადაეჭრათ მათ და ამერიკელ შუამდგომლებს. 1946 წლის დეკემბერში ჩინეთის კომპარტიამ ფაქტობრივად უარი თქვა მარშალის „შუამავლობაზე”. 1947 წლის იანვარში, მარშალი ვაშინგტონში გაემგზავრა. 29. 1. მან, უკვე როგორც სახელმწიფო მდივანმა, განაცხადა „სამთა კომისიასთან კავშირის გაწყვეტის და ამერიკელ წარმომადგენელთა უკან გაწვევის შესახებ.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები