მედგარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მედგარი - Pulsatilla violacea Rupr

Pulsatilla violacea Rupr.მედგარი.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა სწორმდგომი ღეროთი და გრძელი ფესურით. სიმაღლე მერყეობს 5-დან 20 სმ-მდე. ღერო, ფოთლები და გვირგვნის ფურცლები შებუსვილია. ფოთლები ყუნწიანია და შეკრებილია ფესვთანურ როზეტად. ყვავილები მარტოულია, მუქი იისფერია ან მუქი სოსანი. ნაყოფი გრძელნისკარტიანია, მოფენილია ხშირი, გრძელი ბეწვებით. ყვ. V-VI; ნაყ. VI-VII.

იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყელში, კლდოვან ადგილებში, ქვიან ფერდობებსა და მდელოებზე.

ბალახი შეიცავს ალკალოიდ ანემონინს, საპონინებს, ფიტონციდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს.

მცენარის ფარმაკოლოგიური თვისებები ნაკლებადაა შესწავლილი. ჰომეოპატიაში იხმარება 200 -ზე მეტი წლის განმავლობაში. მისგან ამზადებენ პრეპარატს, რომელიც უმთავრესად ითვლება ქალურ პრეპარატად. უნიშნავენ მენსტრუალური ციკლის დარღვევების, საკვერცხეების დაავადებების, სარძევე ჯირკვლებში წამონაზარდების, ცისტიტის დროს. პრეპარატს იყენებენ აგრეთვე ნერვული აშლილობის, ისტერიის, ნევრასტენიის, სხვადასხვა ნევრალგიების სამკურნალოდ. ხმარობენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც.

მცენარე შხამიანია, მისი წვენი იწვევს დამწვრობას, გამოყენებისას საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები