მელეოზი (ფუტკრის დაავადება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Meleoz.PNG

მელეოზი - ფუტკრის დაავადებაა, თან ახლავს მნიშვნელოვანი ნაწილის დაღუპვა. გამომწვევია ჭრელი მაისა ხოჭოს მატლი. ზრდადასრულებული მაისა ხოჭო გავრცელებულია ყველგან, იკვებება მცენარეებით. დედა კვერცხს დებს მშრალ მიწაში, მისგან 1-1,5 თვის შემდეგ მატლი იჩეკება და მცენარის ყვავილზე სახლდება. მას ფუტკარი ეხება ყვავილის მტვრისა და ნექტრის შეგროვების დროს. მატლი ჩხვლეტს მუცლის სეგმენტებშორის აპკს და მის შიგნით ჩაღრმავდება, სადაც ვითარდება და იკვებება ჰემოლიმფით. ფუტკარი გამოიფიტება და სწრაფად იღუპება. ფუტკრის მუცელში ზოგჯერ აღწევს ორი ან მეტი მატლი.

დაავადების ნიშნები - ფუტკარი ძლიერ მოუსვენრობს, მიწაზე ეცემა, ტრიალებს, ხტის, ცდილობს ფეხებით გაისუფთაოს მუცელი პარაზიტისაგან. ფუტკრის მუცელზე შეიძლება მაისას შავი ფერის მატლების შემჩნევაც. დიაგნოზს ადგენენ ფუტკარზე აღმოჩენილი მაისას მატლების მიხედვით.

ბრძოლის ღონისძიებები - წვავენ დაღუპულ ფუტკარს. ფუტკრის ოჯახების დამუშავება ხდება თამბაქოს (წეკოს) კვამლით 50 გ წეკოს ყრიან საბოლებელში გავარვარებულ ნახშირზე) ან ფენოტიაზინით. დამუშავებას ატარებენ საღამოს; სკაზე წინასწარ ამოლესავენ ნაპრალებს. განმეორებითი დამუშავება ხდება 3-5 დღის შემდეგ. სკის ძირზე ჩამოცვივნულ მაისას მატლებს წვავენ. საჭიროა, ფენოტიაზინი უვნებლობაზე გაისინჯოს 1-2 ოჯახზე, რის შემდეგ ახდენენ დაავადებული ოჯახების დამუშავებას საერთოდ მიღებული წესით.

წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები