მელოდრამა (მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოები)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მელოდრამა – მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოები, სადაც მოქმედ პირთა მონოლოგებს და დიალოგებს ახლავს მუსიკა. ოპერისგან განსხვავებით, მელოდრამაში მოქმედი პირები კი არ მღერიან, არამედ ლაპარაკობენ (დეკლამაციით). მელოდრამაში მუსიკის შესრულება ხდებ ან ტექსტის წარმოთქმასთან ერთად, ან კი შეთანხმებით საორკესტრო რეპლიკებთან. ქმნის რა ემოციურ ხმოვან ფონს, იგი ხელს უწყობს ტექსტის ყოველი ფრაზის გამომსახველობას, რითაც ამდიდრებს სცენურ მოქმედებას. მელოდრამაში ზოგჯერ შეტანილია ვოკალური ნომრები (ძირითადად, საგუნდო) და ასევე პანტომიმა (მუსიკის თანხლებით).

მელოდრამა აღმოცენდა მე-18 ს. შუახანს. ტერმინი „მელოდრამა“ არსებობდა მანამდეც როგორც ოპერის ერთ-ერთი სახელწოდება. ამ მნიშვნელობით ტერმინი იხმარებოდა მე-17-18 სს., ხოლო იტალიაში იხმარება დღესაც. ახალი მნიშვნელობით იგი გააჟღერა ჟ. ჟ. რუსომ. მანვე თეორიულად დაასაბუთა სიტყვისა და ინსტრუმენტული მუსიკის შეთანხმების პრინციპები.

მელოდრამის დიდოსტატად საქართველოში (და მის ფარგლებს გარეთაც) ითვლებოდა კ. მარჯანიშვილი.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები