მერფი რობერტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერტ მერფი

რობერტ დანიელ მერფი – (1894-1978), ამერიკელი დიპლომატი. სახელმწიფო სამსახურში იყო 1916-დან.

მუშაობდა აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში: შვეიცარიაში (1917-19, 1921), გერმანიაში (1921-25), ესპანეთში (1925), საფრანგეთში (1930-40); 1926-30 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში;
1940 – აშშ-ის საქმეთა რწმუნებული „ვიშის მთავრობასთან”;
1940-42 – აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჩრდილოეთ აფრიკაში;
1942-43 – პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი დესპანის რანგით საფრანგეთის ჩრდილოეთს აფრიკაში. მონაწილეობდა მოლაპარაკებებში იტალიის კაპიტულაციის შესახებ;
1943 – პოლიტიკური მრჩეველი ელჩის რანგით. იტალიაში მოკავშირეთა საკონტროლო კომისიის წევრი;
1944-45 - პოლიტიკური მრჩეველი ელჩის რანგით ევროპაში მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების შტაბში. ხოლო 1945-49 – გერმანიაში აშშ-ის სამხედრო ადმინისტრაციაში. მონაწილეობდა ბერლინის (პოტსდამის) კონფერენციის (1945) და საგარეო საქმეთა მინისტრების მთელი რიგი სესიების მუშაობაში.
1949 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელი;
1949-52 – აშშ-ის ელჩი ბელგიაში, 1952-53 – იაპონიაში;
1953 – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გაეროს საკითხებში;
1954-59 – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, ხოლო 1959 – სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში.
1959 გადადგა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები