მეწინავე ბატალიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეწინავე ბატალიონი – გაძლიერებული ქვეითი (მოტოქვეითი) ბატალიონი, რომელიც გამოიყოფა შეტევის დაწყების წინ მოწინააღმდეგის მომზადებული თავდაცვის ბრძოლით დაზვერვისთვის.

პირველად მეწინავე ბატალიონების გამოყენება დაიწყეს II მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს, იმ მიზნით, რომ დაეზუსტებინათ თავდაცვის წინა ხაზის მოხაზულობა და ხასიათი, გამოერიცხათ საარტილერიო და საავიაციო მომზადების ჩატარება იმ პოზიციების მიმართ, რომლებიც წინასწარგანზრახვით დატოვა მოწინააღმდეგემ და სხვა.

მეწინავე ბატალიონები, ჩვეულებრივ, ასრულებენ თავიანთ ამოცანას მთავარი ძალების შეტევის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ან შეტევის დღეს. 50-იანი წლების შუა ხანებიდან ტერმინი „მეწინავე ბატალიონი“ აღარ იხმარება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები