მთავარეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთავარეპისკოპოსი დავითი

მთავარეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე)მთავარეპისკოპოსი დავითი, ერისკაცობაში გიორგი ტიკარაძე, დაიბადა 1963 წლის 1 მაისს ლანჩხუთის რაიონ სოფელ სუფსაში.

1969-1980 წლებში სწავლობდა სუფსის საშუალო სკოლაში, 1982-1989 წლებში – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო-საგზაო ფაკულტეტზე.

1983-1985 წლებში გიორგი ტიკარაძემ იმსახურა საბჭოთა არმიის რიგებში. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი დაბრუნდა სოფელ სუფსაში, სადაც საქმიანობდა 1994 წლამდე.

1994 წელს გიორგი ტიკარაძე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში ცხოვრობდა სულიერი მოძღვრის მორჩილებაში.

1995 წლის 18 დეკემბერს ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა იობმა მორჩილი გიორგი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად დავითი.

1996 წლის 14 იანვარს მეუფე იობმა ბერი დავითი აკურთხა დიაკვნად. 19 იანვარს – იეროდიაკვნად, ხოლო 6 მაისს – მღვდელ-მონაზვნად და დაადგინა ბათუმის წმიდა იობ მრავალვნებულის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად.

1997 წლის 20 იანვრიდან მღვდელ–მონაზონი დავითი მსახურობდა ხაშურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ხოლო იმავე წლის 22 მაისს დაინიშნა ქარელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ტაძრის წინამძღვრად, იმავე დროს ასრულებდა სამწევისის მთავარანგელოზთა სახელობის და სამწევისის ცხოველმყოფელი ჯვრის სახელობის, სოფელ ღილევიას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძრების წინამძღვრის მოვალეობას.

1997 წლის 17 მაისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელ-მონაზონ დავითს მიანიჭა იღუმენის წოდება და ოქროს ჯვრის ტარების უფლება.

1998 წლის 8 ოქტომბერს იგი გამორჩეულ იქნა ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსად.

1998 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის დღესასწაულზე, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართველ მღვდელმთავართა თანამწირველობით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იღუმენი დავითი აკურთხა ეპისკოპოსად.

2001 წლის 12 ოქტომბერიდან ეპისკოპოსი დავითი გადაყვანილ იქნა ბოდბის ეპარქიის მმართველად.

2006 წლის 1 ივნისს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მეუფე დავითი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

2013 წლის 11 ოქტომბრიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდებიის მოძიებისა და დაცვის კომისიის წევრად და ეწოდა ადიშელი მთავარეპისკოპოსი (ტიტულოვანი მღვდელმთავარია).

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

დავითი (მეუფე)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები