მთის ღანძილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთის ღანძილი

მთის ღანძილი – (Allium victorialis L.);
ოჯახი: ხახვისებრნი (Alliaceae).

ბოლქვები ირიბ ფესურაზე სხედან. გარსი მკრთალი მურაა, ბადისებური. ფოთოლი 2-3-ია, გლუვი, ლანცეტა ან ფართო ელიფსური. ყვავილედი სფეროსებურია, ყვავილსაფარი – ვარსკვლავისებური. მისი ფოთოლი მოთეთრო-მწვანეა. მტვრიანას ძაფები 1.5-ჯერ გრძელია ყვავილსაფარზე. ყვ. ნაყ. IV-VII. გავრცელებულია მთის შუა, ზედა და სუბალპურ სარტყლებში, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. ნახვა შესაძლებელია აბანოს გადასასვლელის მიდამოებში, თუშეთის მხარეს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები