თუშეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. თუშეთი კახეთის მთიანეთს ეკუთვნის და ის მთლიანად კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს. თუშეთს საზღვარი ფშავსა და ხევსურეთთან აქვს. სხვა მხრივ მას ჩრდილოკავკასიელი მთიელები – ჩაჩნები და დიდოელები ესაზღვრებიან.

თუშეთი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ოთხ ტერიტორიულ თემად/საზოგადოებად იყოფოდა: წოვა, გომეწარი, ჩაღმა და პირიქითი. პირიქითის თემს ვახუშტი ბაგრატიონი „ფარსმის თუშეთს” უწოდებს. გომეწრის, ჩაღმისა და პირიქითის თემის თუშები ქართული ენის თუშურ დიალექტზე მეტყველებენ. თუშური დიალექტი, ხევსურულთან, ფშაურთან, მოხეურთან, მთიულურთან და გუდამაყრულთან ერთად ქართული ენის დიალექტთა მთის ჯგუფში შედის. ამ დიალექტებმა (და, რა თქმა უნდა, თუშურმაც) შემოინახა ძველი ქართული ენის მთელი რიგი ნიუანსები – ეს ეხება როგორც ლექსიკას, ისე ფონეტიკას და გრამატიკულ კატეგორიებს. რაც შეეხება წოვებს, ისინი ორენოვანნი არიან. მათი საშინაო-საოჯახო სალაპარაკო ენა წოვა-თუშური იყო; გარეთ კი ქართული ენის კახური დიალექტის მსგავს კილოზე მეტყველებენ. თუშების ეს ორი ჯგუფი სხვა მხრივ თითქმის არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ეთნოგრაფიულად ისინი ერთნი არიან.

დღეს თუშეთი ფაქტობრივად დაცლილია მოსახლეობისაგან და მისი მკვიდრნი კახეთის ბარში არიან ჩამოსახლებული. თუშების კახეთის ბარში ჩასახლება ერთდროულად მოხდა. XIX საუკუნის 30-იან წლებში ჯერ მეწყერ-ნიაღვრისაგან შეწუხებული წოვები აყრილან, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში – ჩაღმა თუშები. თავდაპირველად, წოვებისაგან განსხვავებით, ჩაღმა თუშებს თუშეთში ბინადრობა არ მოუშლიათ: ხვნა-თესვას ეწეოდნენ მთაშიც და ბარშიც. „ამისდაკვალად შეიქმნა საქართველოს სინამდვილეში მხოლოდ თუშეთისათვის დამახასიათებელი ორგანბინადარი მოსახლეობის ტიპი, რასაც დაუკავშირდა სათანადო ტერმინებიც: „კახურაები” – საზამთროდ კახეთში მიმავალნი და „თუშურაები” – ზამთარ-ზაფხულს მთაში მცხოვრებნი” . საბჭოთა ხელისუფლების დროს თანდათან ორგანბინადრობა მოიშალა და თუშებმა მუდმივად კახეთში – ალვანის ველზე – დაიწყეს ცხოვრება.

ისტორიულად თუშეთში 48 სოფელი ყოფილა და მისი ფართობი კი 896 კვ. კმ.-ია. მართალია, XX საუკუნის დასაწყისში თუშეთში ოთხი ტერიტორიული თემი იყო, მაგრამ ეთნოგრაფიული მონაცემებით აქ ტერიტორიულ თემთა რაოდენობა უფრო მეტი ყოფილა და მათი გამსხვილება მომხდარა. გომეწრის თემს ივანაურთა და ხეცურთა თემები შეუერთებია, ჩაღმის თემს – ჭანჭახოვანის თემი, პირიქითის თემს კი სამციხის თემი. ამრიგად, ისტორიულ თუშეთში რვა თემი არსებობდა: ჭანჭახოვანი, ჩაღმა, ხეცუურთა, ივანაურთა, გომეწარი, პირიქითი (აღმა), სამციხი, წოვათა.

სარჩევი

მეურნეობა

თუშეთში მეურნეობის დარგებიდან მეცხვარეობა იყო დაწინაურებული. კახეთის ბარში საზამთრო საძოვრებზე ცხვრის ჩამოყვანას ისინი უკვე საუკუნეებია მისდევენ. ეს საძოვრები კახეთში თუშებს ისტორულად ეკუთვნოდათ – ისინი მეფეთა მიერ ჰქონდათ ბოძებული. „თუშნი ინახავენ ცხოვართა სიმრავლესა, ვინაჲთგან აქუთ ზაფხულსა თჳსთა მთათა შინა საძოვარი და ზამთარს ჩამოვლენ გაღმამჴარსა შინა, და ამით უმეტეს მორჩილებენ კახთა”. ვახუშტი ბაგარტიონი ხაზს უსვამდა, რომ თუშები საქართველოს სამეფო კარის მოლაშქრეები არიანო და განსაკუთრებით მათ ბრძოლისუნარიანობას აღნიშნავდა.

თუშეთში მაღალ განვითარებას მიაღწია რა გადარეკვითმა, მთა-ბარულმა მეცხვარეობამ, თუშებმა საუკუნეთა განმავლობაში ამ პირობებს შეგუებული ცხვრის განსაკუთრებული ჯიში – თუშური ცხვარი გამოიყვანეს. საქართველოში განსაკუთრებით სახელგანთქმულია თუში მეცხვარეების მიერ დამზადებული თუშური გუდის ყველი, რომელიც მაღალი ცხიმიანობითა და კარგი გემოთი გამოირჩევა.

თუშური სახლი

ორიგინალური იყო თუშური საცხოვრებელი სახლი, რომელიც მშრალი წყობით იყო აგებული. თუშები, ჩვეულებრივ, სახლებს პირიმზითში აშენებდნენ, შემაღლებულ ადგილებში, რათა თოვლის ზვავისაგან დაცული ყოფილიყვნენ. თუშური სახლი ციხე-სახლია, რომლის სახელწოდებაც – ციხე – საბრძოლო ნაგებობის გამომხატველია. თუშური ციხე, რომლის ანალოგიურია პირიქითა ხევსურული ქვითკირი, მრავალსართულიანი ქვიტკირის ნაგებობაა. სართულები ერთმანეთთან ოთხკუთხოვანი ერდოთია დაკავშირებული. ყოველი სართულის ერდოსთან ხის კიბე იყო მოთავსებული. ოთხსართულიანი ციხე-სახლის პირველ სართულს ბაშტე ეწოდებოდა, ის საქონლის სადგომს წარმოადგენდა. მეორე და მესამე სართული საცხოვრებელი ოთახები იყო. ხოლო ჭერხოდ წოდებული მეოთხე სართული საბრძოლო დანიშნულებით გამოიყენებოდა. საცხოვრებელ სართულებს პატარა სარკმლებიც გააჩნდა. მიიჩნევენ, რომ თუშური ციხე-სახლები ძირითადად დიდი ოჯახების საცხოვრებელი იყო. თუშური სოფლები მჭიდროდ იყო დასახლებული, სახლები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო აშენებული. სახლებს შორის ვიწრო გასასვლელებით მხოლოდ ცხენოსანს შეეძლო ესარგებლა. სოფლები სახნავებსა და სათიბებთან ახლოს იყო გაშენებული. თუშები სახლებს სიპებით ხურავდნენ. ამის შესახებ კარგად წერს ეთნოლოგი თინათინ ოჩიაური: „განსაკუთრებით ლამაზია ამ სიპებით გადახურული თუშური სახლის სახურავი. ერთმანეთზე მიწყობილი ბრტყელი სიპები ხან ლურჯ ფერს იღებს, ხან გამწვანდება, ხან ჟანგისფრად ჩამუქდება ალაგ-ალაგ გაწითლებული, დასწვიმს – ვერცხლისფრად ალაპლაპდება“.

თუშეთი გამოირჩევა ციხე-კოშკების სიმრავლითაც. ეს საგვარეულო და სასოფლო ხუთ-ექვს სართულიანი კოშკები საიმედო თავშესაფარი იყო მტერთა თავდასხმების დროს.

სამოსი

თუშები სამოსს მატყლისაგან ამზადებდნენ. ისტორიულლად, ისევე როგორც სხვაგან საქართველოში მამაკაცები ჩოხებით იმოსებოდნენ , ფეხზე კი „ჩითებს” იცვამდნენ. ფეხსამოსი „ჩითები” ქალებს შორისაც პოპულარული იყო. სცოდნიათ საშინაო და საგარეო ჩითების მოქსოვა. „საჯაროდ”, ხალხში გამოსასვლელი ჩითები უფრო ჭრელი უქსოვიათ. საკაცო ჩითი დაბალყელიანი იქსოვებოდა, სადიაცო – მაღალყელიანი. ტანს კი იმოსავდნენ გრძელი შავი კაბით. ჩვეულებრივი იყო ისეთი აქსესუარები, როგორიცაა ვერცხლის ყელსაბამი, ფირფიტები, სხვადასხვა ფერის მძივები. ტრადიციული იყო ნაბდის მოთელვა. ცალკე თელავდნენ საქუდე ნაბადს: „საქუდე ნაბადი ითელება „ბატკნის ყვერის, თვალების და სახის გარშემო ადგილების ნაკრეჭა”-ებისაგან, რომელსაც „ხუჭუჭაი” ჰქვიან. ის რბილია და კარგი. საქუდეს სხვა მატყლისაგანაც სთელავენ, მაგრამ ის არ ვარგა, კარგი ვერ გამოდის”.

სამართალი

ისტორიულად თუშეთში ჩეულებითი სამართალი მოქმედებდა. სოფელ დართლოში ბოლო დრომდე იყო შემორჩენილი უხუცესთა თორმეტი ქვის სავარძელი. ოჯახის უფროსი მამაკაცი იწოდებოდა „ბერა”-დ, ქალი – „ბერდედა”-დ.

სალოცავები

თუშეთის ყველა სოფელს თავისი სალოცავი ჰქონდა. სასოფლო სალოცავებს „ჯვარი” ეწოდებოდა. ასეთი ჯვრები ქრისტიანული წმინდანის სახელწოდებისაც (სანება, წმიდა გიორგი, მთავარანგელოზი, მიქელგბრიელი) იყო და წინარექრისტიანულისაც (კოპალე, იახსარი, ბატონ ბიჭიხელი, ფიწალე, წასნეს ჯვარი, ლაღი ბიჭეხელი, ლაშარის .


წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები