მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურა - (structure of gross domestic production), მოხმარების, ფიქსირებული ინვესტიციების, სახელმწიფო ხარჯების, მარაგებში ინვესტიციებისა და წმინდა ექსპორტის ჯამი. აქედან, მოხმარება მშპ-ის ყველაზე დიდი კომპონენტია. იგი მოიცავს ყველა იმ საქონელსა და მომსახურებას, რომელსაც მომხმარებლები, ვთქვათ, 1 წლის მანძილზე შეიძენენ. ფიქსირებული ინვესტიციები არასაბინაო ინვესტიციებისა და ბინათმშენებლობაში ინვესტიციების ჯამია; სახელმწიფო ხარჯები გულისხმობს საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს; მარაგებში ინვესტიციები წარმოებასა და გაყიდვებს შორის სხვაობაა. თუ წარმოება აჭარბებს გაყიდვას, მაშინ მარაგებში ინვესტიციები დადებითია, ხოლო თუ წარმოება გაყიდვებზე ნაკლებია, მაშინ მარაგებში ინვესტიციები უარყოფითია. წმინდა ექსპორტი ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობაა. თუ ექსპორტი აჭარბებს იმპორტს, მაშინ ქვეყანას აქვს დადებითი სავაჭრო სალდო, ხოლო თუ ექსპორტი იმპორტზე ნაკლებია, მაშინ ადგილი აქვს სავაჭრო დეფიციტს.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები