მთრთოლავი ვერხვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთრთოლავი ვერხვი - Populus tremula L.

Populus tremula L.მთრთოლავი ვერხვი
მეგრულად – ფრიალე, ვეხი.

25 მ-მდე სიმაღლის ხეა, მომწვანო-რუხი გლუვი ქერქით, რომელიც დასველებისას სკდება და ნაპრალდება. ფოთლები მთლიანია, მომრგვალო ან კვერცხისებრ-მომრგვალო მოხაზულობის, კიდეებზე უთანაბროდ ამოკვეთილი და მრგვალკბილა, ორივე მხრიდან შიშველი, თავწაწვეტებული, მისი ზედა მხარე მკრთალი მწვანეა, ქვედა – რუხი; ფოთლების ყუნწები გრძელია, თითქმის ფირფიტის სიგრძის, ფირფიტის ქვემოთ მცირეოდენ მობრტყო.

მამრობითი მჭადები 7-10 სმ სიგრძისაა, მდედრობითი – მამრობითზე მოკლე. ნაყოფი მრავალთესლიანი კოლოფია. ყვ. IV-V; ნაყ. VI.

მთის ტყეებში იზრდება, უმეტესად – შუა, ძედა და სუბალპურ სარტყლებში. სამეგრელოში უმთავრესად სოჭნარებსა და წიფლნარებშია შერეული. როგორც სინათლის მოყვარული მცენარეტყისპირებსა და სხვა განათებულ ადგილებს ეტანება.

ვერხვი შეიცავს ეთერზეთებს, გლიკოზიდ პოპულინს, სალიცილს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისს, ცვილს, წებოს და მჟავებს.

ზ. შენგელიას თანახმად (1983) კახეთში (ლაგოდეხის რ-ი) ქერქისა და ფესვების ნახარშს ასმევენ კუჭის დაავადების, კერძოდ, კუჭის წვენის დაქვეითების დროს. ხოლო ა. როლოვის (1908) მონაცემებით კავკასიის მოსახლეობა მას ხმარობს სამკურნალო მიზნით შარდის შეკავების, სურავანდის, ვენერიული დაავადების (ათაშანგის), ავიტამინოზისა და ციებ-ცხელების დროს; ზეთში დასრესილ ან ან არაყზე დამზადებულ კვირტებს კი კავკასიის მოსახლეობა იყენებდა ჭრილობების შესახორცებლად, ნედლ ფოთლებს გარეგანად წელისა და სახსრების მტვრევისას ხმარობდნენ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები