მინჩაყლი ჩეფქენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მინჩაყლი ჩეფქენ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Мынчакълы-чепкен – „მძივებიანი კაბა“) – ბალყარელი და ყარაჩელი კულტმსახურისა თუ შამანის სამოსი. ეს იყო მთლიანი კაბა, რომელსაც მხოლოდ თავის გასაყოფი ადგილი ჰქონდა გახსნილი. მის შუა ნაწილზე მიკერებულ ტყავის რკალში ვერტიკალურად ჩაკერებული იყო ორთავიანი თოჯინა (экибашлы-гинджи). თოჯინას თავის ორივე მხარეს თითო ტკაცუნა ჰქონდა მიმაგრებული. ადამიანის ფიგურის მსგავსი ერთ-ერთი ტკაცუნა თავის მარჯვენა მხარეს თავსდებოდა, მეორე ტკაცუნას კი შუაში მუზარადის მსგავსი ქუდი ჰქონდა ამოჭრილი. ასეთ რიტუალურ სამოსში გამოწყობილი შამანი მამაკაცი (къымсачы) ან ქალი (хаммахырса) მიცვალებულთა აჩრდილებს იძახებდნენ. საამისოდ იგი, შემოიჭერდა რა ფეხებზე ციკნის ტყავს და ხმაურით ამოძრავებდა რა კიდურებს, იოლგენმაჲს შესთხოვდა, რომ თავისი მიწებიდან გარდაცვლილ წინაპართა აჩრდილები გამოეშვა, რათა ამა თუ იმ ადამიანის ან სოფლის ბედი გაეგო.


ლიტერატურა

Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები