მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)მიტროპოლიტი სტეფანე, ერისკაცობაში სტეფანე გრიგოლის ძე კალაიჯიშვილი, დაიბადა 1959 წლის 9 თებერვალს ქ. ახალციხეში. 1976 წელს დაამთავრა ახალციხის №2 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1981 წელს. შემდეგ მუშაობდა თბილისის რადიო ქარხნის ადიგენის ფილიალში ინჟინერ-გამმართველად, 1983 წლიდან – ახალციხის ელექტროქსელებში ექსპლოატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრად, ხოლო შემდეგ – ახალციხის საქსელო რაიონის უფროსად.

1988 წლიდან არის საფარის მონასტრის მრევლი. მისი პირველი მოძღვარი იყო მღვდელ-მონაზონი სერგი (ჩეკურიშვილი). იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა XX საუკუნის 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში...

1990 წელს მუშაობდა მესხეთის სახელმწიფო თეატრის ინჟინრად.

1991 წელს სტეფანე კალაიჯიშვილი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1997 წელს.

1991 წლიდან პარალელურად სწავლობდა ახალციხის სასულიერო სემინარიაში.

1990 წლიდან მუშაობდა ახალციხის №2 საშუალო სკოლაში ისტორიისა და რელიგიის ისტორიის მასწავლებლად, 1993 წლიდან ახალციხის სასულიერო სემინარიაში ისტორიის ლექტორად.

1994-99 წლებში იყო გაზეთ „საფარას“ რედაქტორი.

1994 წლის 27 ნოემბერს ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსმა სერგიმ (ჩეკურიშვილი) ხელი დაასხა დიაკვნად.

1994 წლიდან 1999 წლამდე მუშაობდა ახალციხის სასულიერო სემინარიის პრორექტორად. 1996 წელს აღიკვეცა ბერად საფარის მონასტერში, ხოლო შემდეგ ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსმა სერგიმ ხელი დაასხა მღვდელ-მონაზვნად. იმავე წელს დაინიშნა საფარის მონასტრის აბასთუმნის წმიდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიის წინამძღვრად.

1999 წელს დაადგინეს ჭულევის მონასტრის წინამძღვრად.

2002 წელს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის, 2002 წლის 27 ოქტომბერს ხელი დაასხეს ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსად.

2002 წლიდან ეპარქიაში გამოიცემა გაზეთი „აღმსარებელი“, ხოლო 2003 წლიდან ჟურნალი „ხვამლი“.

2003 წელს ეპარქიაში გაიხსნა ცაგერის წმიდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია.

2006 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსდა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ეპისკოპოსი სტეფანე.

2007 წლიდან ცენტრი ფუნქციონირებს სამების საკათედრო ტაძარში.

მეუფე სტეფანეს ინიციატივით მოეწყო საერთაშორისო კონფერენცია წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება და მოღვაწეობაზე. ამ დიდი წმინდანის საფლავი ხომ ცაგერთან ახლოს მდებარეობს.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი სტეფანე დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

2010 წლის 9 სექტემბერს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. მიტროპოლიტობა ებოძა 2015 წლის 1 ნოემბერს.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები