მოდელირება (სამხედრო საქმეში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოდელირება (სამხედრო საქმეში) – რეალური სისტემის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, მისი ანალოგის შექმნა-შესწავლა და ამ გზით ობიექტის (მოვლენის, სისტემის, პროცესის) სამხედრო-თეორიული ან სამხედრო-ტექნიკური გამოკვლევა. რეალურ სისტემას და მის ანალოგს შორის წესდება განსაზღვრული შესაბამისობა (ანალოგია) იმ ნიშნებით (ფაქტორებით), რომლებიც ამა თუ იმ სახის კვლევის მიზნის მისაღწევად აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

სამხედრო საქმეში გამოიყენება მოდელირება შეიარაღებული ბრძოლის (ოპერაციის, ბრძოლის, ჯარების გადაჯგუფების და სხვა), ჯარების (ძალების) მართვის, შეიარაღებული ძალების მშენებლობის, შეიარაღების განვითარების პროგრამების და სხვა პროცესების.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები