მურა სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Murasoko.PNG

მურა სოკო (ლათ. Russula adusta (Fr.) Fr. რუს. Сыроежка чёрная)

ქუდი – ზოგჯერ 25 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცულია, შემდეგ კი – ძაბრისებრი, ზედაპირი წებოვანია, ჭუჭყისფერ-მურა ან მუქი მურა, პრიალა. ფირფიტები ჯერ თეთრია, შემდეგ – მონაცრისფრო-ჭუჭყისფერი, ოდნავ დაღმავალი.

ფეხი – 3-5 სმ სიგრძისა და 2,5-3 სმ სისქისაა, ქუდის ფერია.

რბილობი – თეთრია, შემდეგ შავდება.

სპორები – წვრილხორკლიანი ზედაპირით, 7-10X5,5-8 მკმ. სპორების მტვერი მონაცრისფროა.

იზრდება ნიადაგზე ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად მხოლოდ დამწნილებული გამოიყენება.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები