ათათურქი მუსტაფა ქემალ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მუსტაფა ქემალ ათათურქი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ათათურქი მუსტაფა ქემალ (1881–1938)

ათათურქი მუსტაფა ქემალ (Ataturk) (1881–1938) – თურქეთის სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, მარშალი (1921), თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი (1923–38). დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია სტამბულში. მონაწილეობდა იტალია-ოსმალეთის (იტალია-ოსმალეთის ომი 1911–12), ბალკანეთის II (ბალკანეთის ომები) და I მსოფლიო ომებში. დიდი როლი შეასრულა დარდანელის დაცვაში ინგლის-საფრანგეთის ჯარებისაგან (1915).

1918–23 წლებში ხელმძღვანელობდა ოსმალეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ რევოლუციას. 1920 წლიდან ახალი პარლამენტის – ოსმალეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარე, 1921 წლიდან შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. მისი ინიციატივით 1922 წელს ოსმალეთში გაუქმდა მონარქია (ოსმალთა სასულთნო), ხოლო 1923 წლის 29 ოქტომბერს გამოცხადდა თურქეთის რესპუბლიკა.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები