გენერალური შტაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გენერალური შტაბი - სახელმწიფოს სამხედრო მართვის ძირითადი და ოპერატიული მართვის მთავარი ორგანო, რომელიც ყველა ჯარის, საჯარისო ფორმირების და ორგანოს მოქმედებების კოორდინაციას ახორციელებს.

პირველად შეიქმნა XVI-XVII საუკუნეებში დასავლეთ ევროპის მსხვილ სახელმწიფოებში. გენერალური შტაბის შექმნას სათავე დაუდო არმიაში გენერალ-კვარტირმაისტერის თანამდებობის შემოღებამ და შესაბამისად, საკვარტირმაისტრო ნაწილების ჩამოყალიბებამ. მათ ევალებოდათ დაზვერვა, ადგილმდებარეობის და გზების შესწავლა, ჯარების გადაადგილებისა და განთავსების ორგანიზაცია და სხვა.

II მსოფლიო ომის დასაწყისისთვის ყველა ქვეყანაში არსებითი ცვლილება განიცადა გენერალური შტაბის სტრუქტურამ და ფუნქციებმა, მნიშვნელოვნად გაიზარდა მათ მიერ გადასაწყვეტი ამოცანების მოცულობა. გერმანიაში უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის სტრუქტურა მოიცავდა შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობის შტაბს, ოპერატიული ხელმძღვანელობის შტაბს (ემორჩილებოდა უშუალოდ ა.ჰიტლერს), სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალების გენერალურ შტაბებს.

აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა შტაბების უფროსთა კომიტეტი, რომელიც, ფაქტობრივად, ასრულებდა გენერალური შტაბის ფუნქციებს. 1942 წელს შეიქმნა ამ ქვეყნების შტაბების უფროსთა გაერთიანებული (სამოკავშირეო) კომიტეტი. მისი სამუშაო ორგანო იყო ინგლისურ-ამერიკული შტაბი, რომელსაც კავშირი ჰქონდა წითელი არმიის გენერალურ შტაბთან. შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლესი ორგანოს მიერ II მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბებული ორგანიზაციის საფუძვლები და მუშაობის პრინციპები ძირითადში შენარჩუნებულია.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები