მწარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Repens.PNG

მწარა - Rhaponticum repens D.C. მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა-— Asteraceae-ს ოჯახს. მრავალწლიანი მცენარეა, მხოხავი ფესურებით, ზომით 20-60 სმ სიმაღლის, ღერო დატოტვილია, მცენარეს კონუსისებრი ფორმა აქვს, ქვედა ფოთლები დანაკვთულია, მჯდომარე, ზედა კი კიდემთლიანი. ყვავილი კალათა ყვავილედშია შეკრული, გვირგვინი, ვარდისფერი; თესლურა კი მცირე ზომისაა. გვალვაგამძლე მცენარეა. მომშხამავი ნივთიერება გლიკოლალკალოიდებია, რომლის რაოდენონაც მიწის ზედა ორგანოებში 4 %-მდეა. შხამიანი მცენარეა და საქონლის მოწამვლას იწვევს.

საქართველოში მწარა გავრცელებულია თბილისში, მარნეულში, გარდაბანში, სამგორსა და სხვა რაიონებში; ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ამიერკავკასიაში, შუა აზიაში. გვხვდება როგორც სარწყავ, ისე ურწყავ პირობებში, ნათესებში და მათ გარეშეც.

მცენარეთა დაცვაში მწარას გამოყენების შესახებ სხვადასხვა აზრია გამოთქმული, ი. გუსინა - მისი ტოქსიკურობის არასტაბილურობაზე მიუთითებს, ამიტომ სასურველია გამოყენების წინ შემოწმდეს პესტიციციდური თვისებები. - მცენარეთა დაცვაში გამოყენებულია მწარას ნაყენი და ნახარში, მცენარეების მიწისზედა ნაწილებს აგროვებენ ყვავილობის წინ (ფესვები არ გამოიყენება). ნაყენის დასამზადებლად იღებენ 1,0-1,2 კგ გამომშრალ, დაქუცმაცებულ ნედლეულს, უმატებენ 10 ლიტრ წყალს და აჩერებენ 24 საათის განმავლობაში, ან კიდევ 6-8 საათს (ადუღებენ 30 წუთს). შემდეგ გამოწურავენ და ათავსებენ თავდახურულ ჭურჭელში, გამოყენების წინ ყოველ 10 ლიტრს უმატებენ 20–30 გ საპონს. გამოყენებულია ბუგრების, თრიფსების, ღიღველას, აბლაბუდიანი და ხეხილის ტკიპების წინააღმდეგ.


წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები