მხედრული დამწერლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მხედრული – ქართული დამწერლობის სახეობა. ასომთავრული და ნუსხური დამწერლობისაგან განსხვავებით, იგი გამოიყენება საერო დანიშნულებით, აქედან სახელწოდებაც – „მხედრული“.

მხედრული, ისევე როგორც ქართული ანბანის სხვა ფორმები, ასოთა მოხაზულობის მხრივ კანონზომიერი განვითარების სურათს იძლევა. ძეგლების ქრონოლოგიური თანამიმდევრობით შესწავლამ ცხადყო, რომ ასომთავრულიდან ნუსხურზე და შემდეგ ნუსხურიდან მხედრულზე გადასვლა თანდათანობით ხდებოდა, ახალი დამწერლობისათვის დამახასიათებელი თავისებურებები ძველის წიაღში მზადდებოდა და მწიფდებოდა.

მხედრული ასოთა მოხაზულობის მხრივ მარტივია, ყველა ასო აქ ერთიან მონახაზს ქმნის, კონტური ხელის აუღებლად სრულდება. გამარტივებული წერისაკენ სწრაფვა ასოთა ერთიან და, ამასთანავე, მომრგვალებულ ფორმაში გამოიხატება. თანამედროვე მხედრულის ზოგიერთ ასოს შერჩენილი აქვს ასომთავრულის მოხაზულობა, უდიდეს ნაწილს კი რთული განვითარების გზა აქვს განვლილი. ამ საერთო ევოლუციაში გარკვეული კანონზომიერებანი შეინიშნება. სახელდობრ, ადრეულ ეტაპზევე ჩაისახა ტენდენცია შემომრგვალებისა და, ერთიანი კონტურის შექმნასთან დაკავშირებით, ფორმათა თანდათანობითი შებრუნებისაკენ.

მხედრულის ოთხხაზოვანი სისტემა ნუსხური ასოების ოთხ სტრიქონში განაწილებას მისდევს; ნუსხურში განვითარებული კბილანების სისტემაც მხედრული ფორმების განმსაზღვრელი გახდა.

მ. დამწერლობის ადრეული ნიმუშები IX ს-იდან გვხვდება (ატე-ნის სიონი) და სწრაფად გავრცელდა საერო საქმიანობის სფეროში.



ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ი. ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგ. 1, ნაკვ. 1– ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბ., 1996 (თხზ, 12 ტომად, ტ. 9;
  • მაჭავარიანი ე. ქართული ანბანები თბ. 1977.

იხილე აგრეთვე

გარდამავალი მხედრული

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები