ნაკაშიძე პეტრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრე ნაკაშიძე

ნაკაშიძე პეტრე – (1838-1895), ლიტერატორი, საზოგადო მოღვაწე. ი. ჭავჭავაძის მეგობარი.

სწავლობდა ქუთაისისა და თბილისის კლასიკურ გიმნაზიებში. 1860 წ. კანდიდატის ხარისხით დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი და დაინიშნა მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის ქართული სიტყვიერების კათედრის უფროს მასწავლებლად. პარალელურად მოსკოვის უნივერსიტეტში ასწავლიდა ქართულ ენას. უნივერსიტეტში სწავლის დროსვე ჩაება ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში. დაკავშირებული იყო რევოლუციონერ-დემოკრატთა საიდუმლო ორგანიზაციებთან და პოლონელ სტუდენტთა წრეებთან. 1863 წ. პოლონეთში მომხდარი აჯანყების დროს გაემგზავრა კიდეც იქ და ამ თემაზე შექმნა „სამგზავრო წერილები“. იმოგზაურა ევროპაში, მიღებული შთაბეჭდილებები გამოაქვეყნა „საქართველოს მოამბესა“ და „ივერიაში“. აქტიურად ეხმაურებოდა მის თანადროულ საზოგადოებრივ ცხოვრებას. საგულისხმოა მისი წერილები „სასაუბრო და საფიქრებელი“, რომლებიც გამოირჩევა იდეური მიზანდასახულობით, პოლიტიკური სიმწვავით. პ. ნაკაშიძეს დიდად აფასებდა ი. ჭავჭავაძე (მას უძღვნა პოემები „ქართვლის დედა“ და „მეფე დიმიტრი თავდადებული“).



ლიტერატურა

  • ა. კალანდაძე, „საქართველოს მოამბე“, მონოგრაფია, 1963.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები