ნამთარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნამთარი(შუმ.) „ბედისწერა“, სიკვდილისა და უბედურების დემონი. იგი არის ქვესკნელის დედოფლის, ერეშქიგალის, ვაზირი და მაცნე, რომელსაც თავის ქალბატონი (რაკი თავად ქვესკნელის დატოვება არ შეუძლია), აგზავნის ხოლმე ზედა სამყაროს ღმერთებთან ამბის მისატანად. ზოგან ნამთარი „ერეშქიგალის ნაშიერად“ იწოდება, ზოგან „ენლილის საყვარელ ძედ”. ნამთარის, როგორც სიკვდილის დემონის, ხასიათი კარგად ჩანს ერთ ასურულ ტექსტში, სადაც აღწერილნი არიან მკვდართა სამეფოს ბინადარნი: „ნამთარი, ქვესკნელის ვაზირი, განაჩენთა აღმსრულებელი ვიხილე. ერთი კაცი იდგა მის წინაშე, ნამთარს მარცხენა ხელით მისი თმა ეჭირა, მარჯვენაში მახვილი ეპყრა...“ შუმ. ანდაზებში ნამთარი ამგვარად არის დახასიათებული: „ნამთარი ძაღლია, რომელიც იკბინება“, „ნამთარი ძაღლია, რომელიც უკან ედევნება კაცს“, „ნამთარი მძვინვარე ქარიშხალია, რომელიც დაქრის შუმერის ქვეყნად“.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები