ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სტრუქტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინტეგრირებული სამხედრო სტრუქტურა - წევრი ქვეყნების მიერ ნატოსთვის გადაცემული ძალები, რომლებიც ამ სტრუქტურაში მონაწილეობენ წინასწარ შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით. ეს ძალები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: დაუყოვნებლივი და სწრაფი რეაგირების ძალები, თავდაცვის ძირითადი ძალები და შევსების ძალები.

ინტეგრირებული სამხედრო სტრუქტურა რჩება უმაღლეს დონეზე პოლიტიკური მართვისა და ხელმძღვანელობის ქვეშ. იგი ასევე არის ჯარების ერთობლივი სწავლებისა და თანამშრომლობის საფუძველი ისეთ სფეროებში, როგორიცაა კავშირგაბმულობის და ინფორმაციის სისტემები, საჰაერო თავდაცვა, ჯარების (ძალების) ლოგისტიკური მხარდაჭერა, სამხედრო ტექნიკისა და პროცედურების სტანდარტიზაცია და ოპერატიული თავსებადობა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები