ნაუტანკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დევენდრა შარმა და პალაკ ჯოში ნაუტანკში სულთანა დაკუში

ნაუტანკი – (ჰინდი. नौटंकी), ინდური კომედიური ხალხური მუსიკალურ-საცეკვაო წარმოდგენა. წარმოიშვა შუასაუკუნეების ინდური ხალხური თეატრის სხვადასხვა ფორმის საფუძველზე (წარმოდგენა თამაშდებოდა ქუჩაში, ქალაქის მოედანზე და ა.შ.). დიდი პოპულარობა მოიპოვა XIX საუკუნეში.

სიუჟეტს საფუძვლად უდევს ძველინდური თქმულებებისა და ზღაპრების მხიარული თავგადასავლები. წარმოდგენა შედგება რამდენიმე ეპიზოდისაგან, რომლებსაც ერთ მთლიანობაში აერთიანებს წამყვანი მსახიობი – მთხრობელი. მთავარი პერსონაჟიმასხარა, სპექტაკლის მსვლელობის დროს იყენებს მახვილგონივრულ იმპროვიზაციებს (ხშირად საჭირბოროტო თემებზე). ნაუტანკიში დიდი ადგილი უჭირავს დიალოგს, აგრეთვე ცეკვას, სიმღერას, მუსიკასა და პანტომიმას. დასი ჩვეულებრივ შედგება წამყვანი მსახიობისა (რანგა) და მისი ოჯახის წევრებისაგან. ქალების როლებს ასრულებენ ბიჭუნები.

თანამედროვე ნაუტანკები თამაშდება სცენის ფიცარნაგებზე. მისი წარმოდგენების სტილი ფართოდ არის გამოყენებული თანამედროვე ინდოელი რეჟისორების მიერ.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი
მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები