ნაცარა ბარისპირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაცარა ბარისპირა - Betonica glabrata C.Koch

Betonica glabrata C.Kochნაცარა ბარისპირა.

The Plant List-ს 2013 წლის მონაცემებით სახეობა სამკურნალო ბარისპირას Betonica officinalis L. სინონიმს წარმოადგენს.

მრავალწლოვანი 50-80 სმ-მდე სიმაღლის მოკლე ფესურიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები მოგრძო კვერცხისებრია, შიშველია ან თითქმის შიშველი, მწვანე; ზედა ფოთლები ძირთან წაკვეთილია. ყვავილები ღეროს წვერზეა რგოლებად შეკრებილი, გვირგვინი მეწამული ფერისაა. ნაყოფი მოგრძო, თავმომრგვალებული კაკალია. ყვ. VI-VIII; ნაყ. VIII-IX.

იზრდება ტენიან დაბლობებზე, მთის ქვედა სარტყელში, განსაკუთრებით ზღვის სანაპიროებზე. მცენარის შემადგენლობაში აღმოჩენილია მთრიმლავი, მწარე და ფისოვანი ნივთიერებები, ალკალოიდები, ორგანული მჟავები. ოფიცინალურ მედიცინაში მცენარე არ გამოიყენება. ხალხურ მედიცინაში ფოთლების ნაყენს იყენებენ იხმარება ანგინის დროს ყელში გამოსავლებლად (Ролловъ, 1908).

სამკურნალო ბარისპირას მსგავსად, ხასიათდება ანტისეპტიკური, ანთების საწინაარმდეგო, ცენტრალური ნერვული სისტემის მატონიზირებელი, რეგენერაციული, სიმსივნის საწინააღმდეგო, მსუბუქი სასაქმებელი, სისხლდენის შემაჩერებელი, ამოსახველებელი, სპაზმოლიტური, შემომგარსავი, წნევის დამწევი მოქმედებით.

ნაყენს იყენებენ საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, კუჭის წვენის დაბალი სიმჟავით გამოწვეული გასტრიტის, კუჭ-ნაწლავის ტკივილების, მწვავე გაციების, ბრონქიტის, ტრაქეიტის, ფილტვების ტუბერკულოზის, ფილტვისმიერი სისხლდენის, ცისტიტის, ჰაიმორიტის, ნერვული აღგზნებადობის, თავის ტკივილების, თავბრუსხვევის, კრუნჩხვების, ანთების საწინააღმდეგოდ.

უკუქმედება: ფეხმძიმობა (ბიძინაშვილი, 2016).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები