ნახარელას ღვთისმშობელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნახარელას ღვთისმშობელიგუდანში ჭინჭარაულები ორ ქვეგვარად იყოფიან – აზუზნი და ბერღოჯანი. ისინი ერთი პაპის განაყრები არიან.

აზუზთა და ბერღოჯანთა პაპას ვაჟიშვილი არ ჰყოლია და ძალიან დაღონებული ყოფილა. ბევრი საკლავი დაუკლავს ხევსურეთის ღვთისშვილთათვის, მაგრამ არაფერი შველებია. უარესი: მის ცოლს უკანასკნელად ქალი შესძენია. მათ ერთ მეზობელს ამ დროს ვაჟი ეყოლა. ღამით გარეთ გაიხედეს და დაინახეს, რომ გუდანის ჯვარის მიდამო, განსაკუთრებით კი ნახარელა (ადგილია გუდანს ქვემოთ), შუქით გაბრდღვიალებულიყო: ღვთისმშობელს ღვთისშვილნი სწვეოდნენ სტუმრად. ქალის დედამ პირჯვარი გადაიწერა: დაილოცენით, ათასიმც მადლი გაქვთო. ვაჟის დედამ კი თქვა: აუ, დაგწყევლოთ კაცთა გამჩენმა ღმერთმა! რა არის, ამ ნახარელას რომ ანათებენო! ეს უთქვამთ და თავ-თავის სახლებში შებრუნებულან. დილას რომ ამდგარან და აკვნებიდან ბავშვები აუყენებიათ, ქალის დედას ვაჟი აუყენებია, ვაჟის დედას – ქალი. ქალის დედის მადლის მოთხოვნაზე მისი ქალი ღვთისშვილთ ვაჟად უქცევიათ და ვაჟის დედის დაწყევლაზე მისი ვაჟი – ქალად.

ის ვაჟი ყოფილა აზუზთა და ბურღოჯანთა პაპა და მისი შთამომავლობა ისე გამრავლებულა, რომ ორ ქვეგვარად გაყოფილა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები