ნახევრადავტომატური შედუღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნახევრადავტომატური შედუღებაშედუღების სახე, სადაც ელექტროდად გამოყენებულია განსაზღვრული მარკის ლითონის მავთული, რომელსაც დენგამტარი სატუჩის მეშვეობით მიეწოდება დენი. ელექტრორკალი ადნობს მავთულს, ხდება შედუღება და რკალის სიგრძის მუდმივობის შესანარჩუნებლად მავთული მიეწოდება ავტომატური მექანიზმით. ატმოსფეროს ზემოქმედებისაგან დასაცავად გამოიყენება დამცავი გაზი (არგონი, ჰელიუმი, ნახშირორჟანგი და მათი ნარევი), რომელიც საელექტროდე მავთულთან ერთად სანთურით მიეწოდება შედუღების ადგილს. თუ დამცავი გარემოს შექმნის საშუალება არ არის, მაშინ გამოიყენება თვითდამცავი მავთული (ფხვნილიანი) დამცავი მიკროგარემოს შესაქმნელად. თუ დამცავი გარემო შედგება ნახშირორჟანგის გაზისაგან, მაშინ გამოიყენება შესადუღებელი მავთული, რომელშიც შედის განმჟანგველები (მანგანუმი და სილიციუმი), რადგანაც მაღალ ტემპერატურაზე ხდება ნახშირორჟანგის დისოციაცია ჟანგბადის გამოყოფით. ეს უკანასკნელი კი იწვევს ლითონის კოროზიას.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები