ნიკეის რწმენის სიმბოლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკეის რწმენის სიმბოლო - უფრო სწორი იქნება, ნიკეის რწმენის სიმბოლოს ვუწოდოთ ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლო, რადგან იგი მიიღეს პირველ მსოფლიო საკლესიო კრებაზე 325 წელს ნიკეაში და შევსებული იქნა მეორე მსოფლიო კრებაზე, კონსტანტინოპოლში, 381 წელს.

„სიმბოლო“ ძველბერძნულად პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს „ერთად შეკრებას“, „გამოხატვას“, „აღსარებას”. ყველაზე ადრეული ქრისტიანული „რწმენის სიმბოლო“, აშკარად, იყო რწმენის უბრალო აღიარება, რომ იესო არის ქრისტე, ესე იგი მესია, და რომ ქრისტე არის ღმერთი. თავდაპირველად იგი გამოიყენებოდა ნათლისღების დროს, როცა ადამიანს ღიად უნდა განეცხადებინა, რა სწამდა მას, და მხოლოდ ამის შემდეგ ნათლავდნენ მას.

დროთა განმავლობაში გაჩნდა „სიმბოლოს“ სხვადასხვა ტექსტი; თითოეული მათგანი ერთ რწმენას აღიარებდა, მაგრამ სხვადასხვა სიტყვით და გამოთქმით, რომელიც აქცენტს აკეთებდა მის სხვადასხვა ასპექტზე. ჩვეულებისამებრ, „რწმენის სიმბოლოები“ უფრო დეტალური ხდებოდა იქ, სადაც რწმენის შესახებ რამე საკითხი წამოიჭრებოდა და სადაც ჩნდებოდა ერესები.

IV საუკუნეში მთელი ქრისტიანული სამყარო შეძრა გააფთრებულმა დავებმა ძე ღმერთის შესახებ (რომელსაც წმინდა წერილში, ასევე, ჰქვია „სიტყვა“ ან „ლოგოსი”): ერთნი ამბობდნენ, რომ ძე ღმრთისა, ისევე, როგორც ყველაფერი დანარჩენი, შექმნილია; სხვები ამტკიცებდნენ, რომ ძე ღმრთისა მარადიული, ღვთაებრივი და შეუქმნელია. შეიკრიბა მრავალი კრება და მიიღეს ბევრი გადაწყვეტილება; ამ პოლემიკამ მოიცვა ყველა ქრისტიანი.

ბოლოს და ბოლოს, ეკლესიამ, როგორც ჭეშმარიტი რწმენის სიმბოლო, მიიღო განსაზღვრება კრებისა, რომელიც მოიწვია იმპერატორმა კონსტანტინემ ქალაქ ნიკეაში 325 წელს. ეს კრება ამჟამად იწოდება პირველ მსოფლიო კრებად.

აი, პირველი მსოფლიო კრების მიერ მიღებული ფორმულა:

„მრწამს ერთი ღმერთი, მამაჲ ყოვლი სამპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არახილულთაჲ (ესე იგი ზეცისა და დედამიწის, ყოველი ხილულისა და უხილავის შემქმნელი – პროტ. თ. ჰ)

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მხოლოდ შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთასა უკუნეთა (ესე იგი ყოველგვარი დროის წინ — პროტ. თ. ჰ.).

ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისაჲ, რომლისაგან ყოველი შეიქმნა (ესე იგი მამისაგან შეიქმნა ყველაფერი – პროტ. თ. ჰ.).

რომელი ჩუენთვის კაცთათვის, და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგ ან ქალწულისა, და განკაცნა.
და ჯუარ-სეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე, და ივნო, და დაეფლა, და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა (ესე იგი, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო წმინდა წერილით – პროტ. თ. ჰ).

და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯუენით მამისა.
და კუალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკუდართა (ესე იგი რომელიც კვლავ მოვა, რათა განსაჯოს ცოცხალნი და მკვდარნი – პროტ. თ. ჰ), რომლი სასუფევისა არა არს დასასრულ.“

ძე ღვთისას დაუფლის სიტყვის შესახებ დავების შემდეგ მალე დაიწყო კამათი სულიწმინდის შესახებ. 381 წელს კონსტანტინოპოლის კრებამ, რომელიც შემდგომში მეორე მსოფლიო კრება ეწოდა, ნიკეის ფორმულას დაამატა შემდეგი განსაზღვრება:

„და სული წმიდა უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს და მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების (ესე იგი, რომელსაც თაყვანს ვცემთ და ვადიდებთ მამასა და ძესთან ერთად – პ როტ. თ. ჰ.), რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ (ესე იგი, რომელიც საუბრობდა წინასწარმეტყველთა მეშვეობით – პროტ. თ. ჰ.).

ერთი წმიდაჲ კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაჲ.
აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
მოველი აღდგომა სამკვდრეთით
და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა, ამინ”.

ამ ის შემდეგ რწმენის სიმბოლოს ეს ტექსტი მიიღო მთელმა ეკლესიამ. მას წარმოთქვამდნენ პირველ პირში, მხოლობით რიცხვში („მრწამს ...”) და გამოიყენებოდა ოფიციალურ ად რწმენის აღსარებისთვის ნათლისღების დროს და არამართლმადიდებელთა მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღებისას. ამასთან ერთად, იგი გახდა საღვთო ლიტურგიის აუცილებელი ნაწილი და რწმენის სიმბოლოს განმეორებით ყოველი ქრისტიანი იღებს და განაახლებს თავის ნათლისღებასა და ეკლესიის წევრობას.

მართლმადიდებელ ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს, დაამტკიცო მართლმადიდებლური რწმენა, ანუ აღიარო არა მხოლოდ სიტყვები, არამედ ნიკეა-კონსტანტინოპოლის რწმენის სიმბოლოსთვით არსი. ეს კი ნიშნავს იმ ყველაფრის აღიარებას, რაც გამომდინარეობს რწმენის სიმბოლოსგან, რაც განვითარდა და დაეფუძნა წმენის სიმბოლოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე.

წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები