ნოვარინა ვალერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნოვარინა ვალერი - (ფრ. NOVARINA VALERI). ფრანგი მხატვარი, დრამატურგი, რეჟისორი და სცენოგრაფი.

ბიოგრაფია

ვალერი ნოვარინა დაიბადა 1942 წლის 4 მაისს სენ-ბუჟერში. სორბონის უნივერსიტეტში ლიტერატურისა და თეატრის შესწავლის შემდეგ ანტუან ბურსეიეს ასისტენტი ხდება, პარალელურად კი მუშაობს მსახიობად ისეთ რეჟისორებთან, როგორიცაა ჟან-მარი ვილეჟიე და მარსელ ბოზონე. თანდათან მწერლობა და მხატვრობა იტაცებს და ცდილობს შემოქმედებაში მათ შერწყმას.

70-იან წლებში წერს პიესებს, რომელთაც სცენაზე ახორციელებენ ჟან-პიერ სარაზაკი და მარეშალი. 1983 წლიდან მოყოლებული მისი თეატრალური დემარში, განსაკუთრებით კი პიესებით - Générique“ და „ცხოვრების დრამა“ („La Drame de la vie“, 1986), გამოკვეთილი და თვითმყოფადი ხდება.

ნოვარინა თავის პერსონაჟებს იმისათვის ქმნის, რომ სიტყვისგან განსხვავებით ტექსტის ფორმა სხვაგვარად გამოხატოს. ავტორი ჯერ გვიხატავს პერსონაჟებს და მხოლოდ შემდეგ გადმოჰყავს და აცოცხლებს მათ სცენაზე. დეკორაცია იქმნება იმისთვის, რომ აღარ არსებობდეს და დაინგრეს კონკრეტული ორიენტირები. მისი მიზანია აჩვენოს სხეულიდან გადმოსული სიტყვა. სინამდვილეში კი იგი ექსპერიმენტებს ატარებს ენასთან, რაც დაკავშირებულია ენის მორფოლოგიის შეცვლასთან, მოდიფიცირებასთან, ნეოლოგიზმების შექმნასა და ერთგვარ სიტყვიერი ნაკადის შემოთავაზებასთან, რომლის მეშვეობითაც მსახიობი ახალ სიტყვას ხორცს ასხამს, სძენს ხელახალ სუნთქვასა და რიტმს. მსახიობი სცენაზე ტექსტის უშუალო მიმწოდებელი და წარმომთქმელი ხდება, ისევე როგორც ეს იყო მარკონის შემთხვევაში.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები