ნოსტეს წმინდა გიორგის დიდი ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნოსტეს წმინდა გიორგის დიდი ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსტეს სამხრეთით, ნასოფლარ ოძისზე. ლეკების შემოსევების დროს მოსახლეობა აქედან აყრილა და გადასახლებულა ქსნის ხეობაში. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა (11,4 X 8,2 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვებით. ისრული თაღებით გადახურული შესასვლელები სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების დასავლეთ მონაკვეთშია. შუა ნავში, აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ (გარედან შვერილი ხუთგვერდა) აფსიდში ერთი განიერი სარკმელი და სამი მაღალი და განიერი ნიშია, რომლებიც გადახურულია სამკბილა „ტალღოვანი“ თაღით. საკურთხეველში დგას სატრაპეზო ქვა. შუა ნავს კიდევ ორი სარკმელი აქვს სამხრეთით. თითო სარკმელია გვერდის აღმოსავლეთ ბოლოებში. შუა ნავი გვერდის ნავებზე ორჯერ უფრო განიერია და მათგან გამოყოფილია სამ-სამი ისრული თაღით.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები