ომის ესკალაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომის ესკალაცია - სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტის კრიზისულ სიტუაციად და ომად თანდათან გადაქცევის პროცესი, მისი მასშტაბების გაფართოებით თვით მსოფლიო ბირთვულ ომამდე. ამასთან, მუქარის და სამხედრო ძალვის ეტაპობრივი გაძლიერებით შესაძლებელია ომის წინ ან ომის მსვლელობისას აიძულო მოწინააღმდეგე მხარე, დათანხმდეს დათმობებს ან სრულ კაპიტულაციას. ომის ესკალაციის კონცეფცია შემუშავდა აშშ-ში XX საუკუნის 60-იან წლებში.

განასხვავებენ ვერტიკალურ (შეიარაღებული ძალების და საშუალებების ზრდა კონფლიქტის ზონაში) და ჰორიზონტალურ ესკალაციას (კონფლიქტის ზონის გეოგრაფიული საზღვრების გაფართოება).



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები