ომის თავიდან აცილება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომის თავიდან აცილება - იმ ობიექტური წინააღმდეგობების დროული გადაწყვეტის და სუბიექტური ფაქტორების ნეიტრალიზაციის პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სამხედრო და სხვა ღონისძიებების სისტემა, რომლებიც შეიძლება ომის ან საომარი კონფლიქტის მიზეზი გახდეს.

ომის თავიდან აცილების პოლიტიკური ღონისძიებების რიცხვს განეკუთვნება კოლექტიური უსაფრთხოების და საერთაშორისო დავის მშვიდობიანი გადაწყვეტის სტრუქტურებისა და ორგანიზაციების საქმიანობა, ნდობის ღონისძიებების გატარება სამხედრო დარგში, სახელმწიფოების მიერ თავდაცვითი ხასიათის სამხედრო დოქტრინების განხორციელება და სხვა.

ომის თავიდან აცილების სამართლებრივი ღონისძიებები მოიცავენ სხვადასხვა სახეობების შეიარაღების შეზღუდვის, შემცირების და აკრძალვის საერთაშორისო შეთანხმებებს, ცალკეული სახეობების სამხედრო საქმიანობის შემზღუდავ ხელშეკრულებებს, დოკუმენტებს, რომლებიც განსაზღვრავენ პასუხისმგებლობას საერთაშორისო დანაშაულობებისთვის და სხვა.

ომის თავიდან აცილების ღონისძიებების ეკონომიკური ნაწილი მიზნად ისახავს, სახელმწიფოების ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარებას შრომის საერთაშორისო დანაწილების, ფინანსების, კავშირგაბმულობის და სხვა სფეროებში.

ომის თავიდან აცილების სამხედრო ღონისძიებებს შორის არსებით როლს ასრულებს სახელმწიფოების სამხედრო დაპირისპირების დონის, მათი სამხედრო ძლიერების შემცირება, სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე უცხოეთის სამხედრო ყოფნის შეკვეცა, იარაღით ვაჭრობის შემცირება, მშვიდობის აღდგენის და შენარჩუნების ოპერაციები და სხვა.

ეროვნულ დონეზე ომის თავიდან აცილების ფუნქციას შესაძლო მოწინააღმდეგის ექსპანსიონისტური ზრახვების შეკავების მეშვეობით სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები ასრულებენ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები