ომის საფრთხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომის საფრთხე - სახელმწიფოთაშორისი და საერთაშორისო ურთიერთობების მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს ომის საშიშროება.

ომის საფრთხე წარმოადგენს იმ სახელმწიფოების, კოალიციების, სოციალური ჯგუფების პოლიტიკის შედეგს, რომლებიც სამხედრო ძალის მეშვეობით ისწრაფვიან თავიანთი ეკონომიკური, პოლიტიკური, ეროვნული და სხვა მიზნების მიღწევისკენ.

ომის საფრთხე შეიძლება იყოს პოტენციური და რეალური.

სარჩევი

პოტენციური ომის საფრთხე

წარმოიშობა იმ პოლიტიკურ დაჯგუფებათა ხელისუფლებაში მისვლის შედეგად, რომლებიც მთელ იმედებს ამყარებენ არსებული საშინაო და საგარეო პრობლემების ძალისმიერ გადაწყვეტაზე. ომის საფრთხე. რეალური ხდება მაშინ, როდესაც ეს დაჯგუფებები იწყებენ თავიანთი მისწრაფებების რეალიზაციას და იწყენებ ომისთვის მზადებას.

ომის საფრთხის კონკრეტული ნიშნებია:

საერთაშორისო სფეროში

დაძაბულობის და კონფლიქტების კერების წარმოშობა, აგრესიული სამხედრო ბლოკების შექმნა და აქტივიზაცია; სავარაუდო საომარი მოქმედებების თეატრებზე სამხედრო ყოფნის გაძლიერება; „ფსიქოლოგიური ომის“ წარმოება, სადაზვერვო საქმიანობის გააქტიურება და სხვა;

საშინაო პოლიტიკის სფეროში

ეკონომიკის და საზოგადოების სულიერი ცხოვრების მილიტარიზაცია, სამხედრო ხარჯების ზრდა, მოსახლეობის და შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისთვის „მტრის ხატის“ ჩანერგვა და სხვა;

სამხედრო მშენებლობის დარგში

შეიარაღებული ძალების დამატებითი დაკომპლექტება პირადი შემადგენლობით და შეტევითი შეიარაღებით, მათი სტრატეგიული გაშლა, შესაბამისი წვრთნების და მანევრების ჩატარება, ჯარების მორალურ-ფსიქოლოგიური, საბრძოლო მომზადების მიმართულების შეცვლა და სხვა.

საკუთრივ სამხედრო დარგში მხოლოდ აღნიშნული ნიშან-თვისებების ერთობლიობა შეიძლება ობიექტურად ახასიათებდეს ომის საფრთხის წყაროსა და დონეს.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები