ომის საშიშროება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომის საშიშროება - საერთაშორისო ურთიერთობის მდგომარეობა, რომლის დროსაც არსებობს მოქიშპე მხარეებს შორის საომარი კონფლიქტის წარმოშობის შესაძლებლობა;

ომის აშკარა ალბათობა, ხასიათდება რომელიმე სახელმწიფოს (კოალიციის) მზადყოფნით სხვა სახელმწიფოზე თავდასხმის განსახორციელებლად.

ომის საშიშროების წყაროებია:

  • სამხედრო დოქტრინები და პოლიტიკა, რომელიც აღიარებს ექსპანსიონისტური მიზნებისთვის სამხედრო ძალადობის დაშვების შესაძლებლობას;
  • სხვა სახელმწიფოების სამხედრო ძლიერების ზრდა თავდაცვითი მოთხოვნილებების გადამეტებით;
  • სამხედრო-პოლიტიკური არასტაბილურობის გაძლიერება;
  • საომარი კონფლიქტების კერების არსებობა სახლმწიფოს საზღვართან;
  • სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე არსებული ხელშეკრულებების დარღვევა და სხვა.

მოპირისპირე სახელმწიფოს საომარი მისწრაფებები შეიძლება შეფასდეს:

  • განცხადებების მიხედვით, რომლებიც განსაზღვრავენ მის საშინაო და საგარეო პოლიტიკას;
  • პროვოკაციული აქციების მიხედვით (გემების დაკავება და სხვა);
  • შეიარაღებული ძალების ფარული სამობილიზაციო გაშლის დაწყებით;
  • სამხედრო ასიგნებების, მოკავშირეებისათვის სამხედრო მიწოდების ზრდით;
  • საზღვრებთან მრავალრიცხოვანი სამხედრო წვრთნების ჩატარებით;
  • შეიარაღებული ინციდენტების მიხედვით და სხვა.

ომის საშიშროების სისტემატური და რეალური შეფასება მშვიდობისმოყვარე მხარეს საშუალებას აძლევს განსაზღვროს შესაძლო აგრესიის დაწყების დრო, რათა დაყოვნების გარეშე, დროულად მოამზადოს შეიარაღებული ძალები და ხალხი მისი მოგერიებისთვის.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები