ოქროსბეწვიანი ვერძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოქროსბეწვიანი ვერძი − იყო ერთი უხეირო მწყემსი, არაფერში ბედი არ სწყალობდა. გაგონილი ჰქონდა, ოქროსბეწვიანი ვერძის ამბავი: მხოლოდ ვერცხლის ტბის წყალს სვამს და ტანსაც იქ იბანსო. გადაწყვიტა, მოდი ცხვარს მის მახლობლად გავდენი, იქნება თვალი მაინც მოვკრა ოქროს ვერძს და ბედს ვეწიოო. გარეკა ფარა და ტბის ახლომახლო დააბინავა. ცოტა ხანმა რომ გაიარა, ხედავს, ოქროს ვერძი დამდგარა მის ცხვრებს შორის. დაჭერა მოუნდომა, მაგრამ ვერ დაიჭირა. მაშინ მოზიდა მშვილდს, დავჭრი და ასე ჩავიგდებ ხელშიო. მაგრამ ისარი ააცდინა ვერძს. ვერძი მშვიდად გაუძღვა ცხვარს ტბისკენ და ყველანი ტბაში ჩაძირა, ერთიც არ დარჩენილა ხმელეთზე. ამის შემდეგ იყო, რომ ვერცხლის ტბის გასადინარიდან წყალმა იმდენი ცხვრის ბალანი გამოიტანა, რომ მთლად გაივსო ნაპირი. ამ გასადინარს ნაცხვარევი (მეგრულად ნაშხურუ) წყალი დაარქვეს. ამბობენ, ვერცხლის ტბაში ჩაცვინულ ცხვრებს უბრალო ბალანი ოქროს ბეწვით შეეცვალათ და წყალს მათი ძველი ბალანი გამოაქვსო.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები