პანთეონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პანთეონი(ბერძნ.)

1. ყველა ღმერთის ტაძარი. ცნობილია რომის პანთეონი, რომელიც ჩვ.წ. II საუკუნეში ააგეს. ყველა ღმერთის საერთო ტაძარს უნდა გაეძლიერებინა ცენტრალიზებული სახელმწიფო, რომელიც ერთიან რელიგიას საჭიროებდა.

პანთეონი ერთ-ერთია ანტიკური ხანის იმ არქიტექტურულ ძეგლთაგან, რომელიც შედარებით სრულყოფილად შემოგვინახა ისტორიამ. მოგვიანებით პანთეონში იტალიის სახელოვან ადამიანებს კრძალავდნენ. ეს ტრადიციად იქცა და დღეს სახელოვან ადამიანთა სასაფლაოებს „პანთეონს“ უწოდებენ.


2. რომელიმე რელიგიის ან ხალხთა ღმერთების ერთობლიობა. ასე მაგალითად, ძველი საბერძნეთის ღმერთების კრებულს „ოლიმპიურ პანთეონად“ მოიხსენიებენ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები