პანტიანის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პანტიანის წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ პანტიანის აღმოსავლეთით, ერთ კილომეტრზე, პანტიანის ხევის მარჯვენა ფერდობზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (8X5115 მ), ნაგებია რიყის ქვით. რიგებს შუა წყობაში ჩართულია ქვიშაქვის ნატეხი ქვებიც. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: კამაროვანი გადახურვა ჩანგრეულია. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდი გადახურულია დადაბლებული კონქით, რომელიც დარბაზის მხარეს შემოფარგლულია კოლოფა თაღით. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის მრუდხაზოვან გადახურვას გარედან, ხვრელობთან პატარა „შუბლი“ აქვს. სარკმლის მარცხნივ პატარა ნიშია, რომელსაც ორსაფეხურიანი გადახურვა აქვს. სამხრეთ კედელში (შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილი) ერთი სარკმელია. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელს აქვს ქვიშაქვის მრგვალი არქიტრავი, რომელზეც გამოსახულია წრეში ჩასმული რელიეფური ჯვარი (ძლიერ დაზიანებულია).


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები